

„ნუნუსის“ მფლობელმა ირმა დაუშვილმა ტურიზმის ეროვნული ჯილდოს წლევანდელ ნომინაციაში „ქალი ტურიზმში“ გაიმარჯვა.
„ეს ჩემთვის მოულოდნელი და ძალიან სასიხარულო აღიარებაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა უკან ნუნისში გატარებული 24 წელი, დიდი შრომა, უამრავი გამოწვევა და ამ ადგილისადმი განსაკუთრებული სიყვარული დგას.
ამ წლების განმავლობაში ბევრი სირთულე გადავლახეთ, ბევრი გამოწვევა გამოვიარეთ. ალბათ წინაც არაერთი გამოცდა გველის, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დიდ შრომას, საქმის სიყვარულსა და შეუპოვრობას აუცილებლად მოსდევს წარმატება“, ამბობ ბალნეოლოგიური კურორტ „ნუნისის“ მფლობელი.
კურორტი „ნუნისი“ ბოლო ოთხი წელია, სამკურნალო წყლის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის მოლოდინშია.
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026-ის დასკვნითი საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.
პროექტის – ტურიზმის ეროვნული ჯილდო – წარმდგენები არიან საქართველოს ბანკი, იელთი ჯგუფი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
პროექტის ხელმძღვანელი ელენე ოთარაშვილი ამბობს, რომ 2026 წელს პროექტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოცდილებაზე დაფუძნებულ ტურიზმს, ადგილობრივ და ავთენტურ ტურისტულ პროდუქტებს, ტექნოლოგიურ ინოვაციებს, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და სტარტაპებს.
წელს კონკურსი – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება მეთერთმეტედ გაიმართა და მასში 190 ნომინანტი მონაწილეობდა. საზეიმო ცერემონიაზე გამარჯვებულები 35 ნომინაციაში გამოვლინდნენ.
პროექტის – ტურიზმის ეროვნული ჯილდო – მიზანია სტუმარმასპინძლობის მიღწევების აღიარება, ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და პროფესიონალიზმის გაძლიერება ტურიზმის ინდუსტრიაში.
„ნუნუსის“ მფლობელმა ირმა დაუშვილმა ტურიზმის ეროვნული ჯილდოს წლევანდელ ნომინაციაში „ქალი ტურიზმში“ გაიმარჯვა. „ეს ჩემთვის მოულოდნელი და ძალიან სასიხარულო აღიარებაა. განსაკუთრებით […]
პარლამენტმა დღეს, 28 ოქტომბერს საკანონმდებლო პაკეტი
„სინათლე მედია“ Index on Censorship-ის 2026 წლის
გაზისა და წყლის ფიქსირებული ტარიფი შეიცვლება
ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის