

„სინათლე მედია“ Index on Censorship-ის 2026 წლის Freedom of Expression Awards-ის ფინალისტებს შორისაა
„გამოხატვის თავისუფლების ჯილდო“, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაეცემათ მათ, ვინც ცენზურას უპირისპირდებიან და გამოხატვის თავისუფლების უფლებას იცავენ.
როგორც Index on Censorship-ი წერს, „სინათლე მედია“ – სოლიდარობისა და მდგრადობის ქსელი, რომელიც აერთიანებს დამოუკიდებელ ონლაინ მედიასაშუალებებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, შეიქმნა რეპრესიების საპასუხოდ, რათა წინააღმდეგობა გაეწია დამოუკიდებელი ხმების ჩახშობისთვის.
„სინათლე მედია“ ნომინირებულია ჟურნალისტიკის კატეგორიაში. ამ კატეგორიის ფინალისტები ასევე, არიან Abzas Media (აზერბაიჯანი) და Vorskla (უკრაინა).
Freedom of Expression Awards-ის წლევანდელი გამარჯვებულები 19 ნოემბერს, ლონდონში გამართულ ცერემონიაზე გამოვლინდებიან. Index on Censorship-ი ამ ჯილდოს 2001 წლიდან გასცემს.
გაზისა და წყლის ფიქსირებული ტარიფი შეიცვლება
ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის
სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა.
ბოლო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური