

პარლამენტმა დღეს, 28 ოქტომბერს საკანონმდებლო პაკეტიდაამტკიცა, რომლის შედეგად სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად,
სახალხო დამცველი ამ საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგია.
ომბუდსმენს მიაჩნია, რომ ინიცირებულ ცვლილებებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებზე შეიძლება ჰქონდეს ზეგავლენა, ხოლო დაჩქარებულად, ამ შესაძლო გავლენის სათანადო შეფასების გარეშე მისი მიღება „განსაკუთრებით პრობლემურია“.
28 ოქტომბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი გავრცელდა სამორინეებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე.
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, „ამჟამინდელი საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა.
ჯერჯერობით საპატრიარქოში აღნიშნულ საკითხზე ფართო მსჯელობა არ გამართულა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება.
გავეცანით სახალხო დამცველის პოზიციას და პირადად მე მის არგუმენტებს დიდწილად ვიზიარებ“.
საკანონმდებლო ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტული მიზიდულობის გაზრდას და ქვეყანას დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.
„სინათლე მედია“ Index on Censorship-ის 2026 წლის
გაზისა და წყლის ფიქსირებული ტარიფი შეიცვლება
ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის
სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა.