

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), პროფესორ კონსტანტინე მანიკასის ხელმძღვანელობით, ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე წარჩინებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეგზარქოსო (1811-1917)“.
საქართველოს ეკლესიის ისტორიის ამ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდის განხილვამ სადოქტორო დისერტაციის კომისიის წევრებში დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც მათ მიერ დასმულ კითხვებსა და მიმდინარე დისკუსიაში გამოიხატა.
ათენის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ აღინიშნა, რომ ბერძნულ ენაზე შექმნილ ნაშრომთაგან, ეპისკოპოს მელქისედეკის თემა პირველია, რომელიც ძალიან დაკვირვებით განიხილავს აღნიშნულ პერიოდს და მკითხველისთვის გასაგებ ენაზე ხსნის საქართველოს ეკლესიის ისტორიის ისეთ დეტალებს, რომელიც აქამდე ბუნდოვანებით იყო მოცული.
სადოქტორო ნაშრომის დაცვამ წარმატებით ჩაიარა, ნაშრომმა მიიღო უმაღლესი შეფასება და მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), პროფესორ კონსტანტინე მანიკასის ხელმძღვანელობით, ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე წარჩინებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: […]
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ხარაგაულის
„ისტორიის შესწავლა მხოლოდ წარსული მოვლენების დამახსოვრებას არ ნიშნავს. ისტორიის გაკვეთილზე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების