

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს ახალი საზრუნავი უჩნდებათ – როგორ მოიმარაგონ შეშა.
სეზონზე სამყოფი შეშის მოპოვება და ტრანსპორტირება ოჯახს, დაახლოებით ათასიდან 2 ათას ლარამდე უჯდება. გამოყოფილი ტყეკაფები საცხოვრებელი სახლებიდან, ხშირ შემთხვევაში, 20-30 კილომეტრითაა დაშორებული. მუშახელის დაქირავება და შორი მანძილიდან შეშის ტრანსპორტირება ძვირია.
რა მდგომარეობაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის შეშით მომარაგების კუთხით, – ამ საკითხების გასარკვევად ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსს, ნოდარ შავიძეს მივმართეთ.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ 30 ტყეკაფში, წელს 2 ათ. კბმ საშეშე მერქანია გამოყოფილი, – ამბობს ნოდარ შავიძე, – ერთი ამდენი – შარშანდელი ნაშთია. ორი კვირაა, რაც ახალი ტყის მცველები მივიღეთ. თუმცა, ყველა სატყეო უბანში რეინჯერები არ გვყავს.
წელს შეშის შეძენაზე მოთხოვნა, გასულ წლებთან შედარებით, გაორმაგდა. ამის მიზეზი სატყეო სააგენტოსგან კონტროლის გაძლიერება და ტყეებში ვიდეოთვალის დამონტაჟებაა. ყველა ცდილობს, შეშა კანონიერად მოიპოვოს.
საშეშე მერქნის მოპოვებაში არაფერი შეცვლილა.
შეშა დასაწყობებული გვაქვს თეთრაწყაროსა და ხევის „საქმიან ეზოებში“ – ხევში – 400 კბმ, თეთრაწყაროში – 1 700 კბმ. ერთი კბმ დაკოტრილი შეშის ღირებულება 105 ლარია. ბანკში თანხის გადახდის შემთხვევაში მოქალაქემ „საქმიანი ეზოდან“ თავად უნდა უზრუნველყოს შეშის ტრანსპორტირება. შეგვიძლია ჩვენც მოვემსახუროთ, თუმცა, ამ შემთხვევაში თანხა უნდა გადაიხადოს.
ჯერჯერობით, კერძო პირებზე „საქმიანი ეზოდან“ შეშა არ გაგვიცია, რადგან საბიუჯეტო ორგანიზაციები უნდა მოვამარაგოთ – სკოლები, საბავშვო ბაღები, კულტურის ცენტრი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. ამ საბიუჯეტო ორგანიზაციების შეშით მომარაგებას ერთ კვირაში დავიწყებთ.
სამასალე მერქნის შეძენა ამ დრომდე ისევ აუქციონითაა შესაძლებელი.
ხარაგაულის სატყეო უბანში კადრების დეფიციტია. შვიდი სატყეო უბანი გვაქვს: წიფის, ზვარის, ვარძიის, მოლითის, ბორითის, საქასრიისა და რიკოთხევის.
წიფის სატყეო უბანში ორი მცველი გვჭირდება და არც ერთი არ გვყავს;
ზვარის სატყეო უბანში ერთი ტყის მცველია – ლაშა მანჩხაშვილი და კიდევ ორია საჭირო;
ვარძიის სატყეო უბანი სოფელ ვანიდან იწყება და ბაღდათის ტყის საზღვრამდეა. აქ სამი ტყის მცველი გვყავს – ტარიელ ხარებაძე, ტარიელ ბერაძე და ნიკოლოზ ბერაძე;
მოლითის სატყეო უბანს, სამის ნაცვლად, ერთი მეტყევე – გიორგი თაბაგარი ემსახურება;
ბორითის სატყეო უბანში ტყის მცველები არიან ლევან სახვაძე და ლაშა ბუხნიკაშვილი. აქ კიდევ ერთი რეინჯერი გვესაჭიროება;
საქასრიის სატყეო უბანში მუშაობენ გია კუპრაძე, დემური კურტანიძე და ნიკოლოზ გრიგალაშვილი.
მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოსახლეობას საშეშე მერქანი საცხოვრებელ სახლთან ახლოს გამოვუყოთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა აღარ გვაქვს. ასათვისებელი ტყეკაფები სოფლებს წლიდან წლამდე შორდება.
გასული საუკუნის 90-იან წლებში ხე-ტყის მასობრივმა და უკანონო ჭრებმა გამოწვია ის, რომ საცხოვრებელთან ახლოსმდებარე ტყეში ახალგაზრდა ხეებია, რომელთა მოჭრაც არ შეიძლება, ტყის ფერდის დაქანებაც 35 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუმცა, სოფლად მცხოვრებ ოჯახს შეშა სჭირდება და თუ ტყეკაფამდე მისასვლელი შორი გზის გამო უკმაყოფილოა, ადამიანურად, ვერ გაამტყუნებ.
ტყეფკაფებამდე მისასვლელ გზებს რაც შეეხება, ეს ჩვენი, სატყეო სააგენტოს, მოსაგვარებელი საკითხია. 2026 წლის ბოლოს გადავცემთ იმ სარეაბილიტაციო გზების ნუსხას, სადაც შეშაზე ყველაზე მეტი მოთხოვნა გვექნება.
ამჟამად რიკოთხევის სატყეოსკენ წიფის სატყეოდან გზის რეაბილიტაცია სოფელ წაქვამდე მიმდინარეობს. ამ სატყეო უბანზე ყველაზე მეტი – 500 კბმ საშეშე ტყეკაფია გამოყოფილი.
სამომავლოდ აუცილებლად მოვითხოვთ მოლითის სატყეო უბნის გზის რეაბილიტაციას. სოფელ ვახანის მოსახლეობას შეშის მოპოვება ძალიან უჭირს, რადგან ახლომახლო ფიზიკურად საშეშე ტყე არ არის.
ხარიან კაცს როგორ ვუთხრა, 30 კმ გაიარე და მოლითში მიდი ხის მოსაჭრელად-მეთქი, როცა ტყეკაფამდე მისასვლელი გზა გაუვალია?! საქმიანობა მოსახლეობასთან თანამშრომლობით, ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა გავაგრძელოთ.
საშეშე მერქნის მოპოვების მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ დამიკავშირდნენ მე და მეტყევე-სპეციალისტ კახა ხიჯაკაძეს ტელეფონით შემდეგ ნომრებზე: 591 90 05 09; 599 898 847.
ნინო კაპანაძე
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს ახალი საზრუნავი უჩნდებათ – როგორ მოიმარაგონ შეშა. სეზონზე სამყოფი შეშის მოპოვება და […]
„ისტორიის შესწავლა მხოლოდ წარსული მოვლენების დამახსოვრებას არ ნიშნავს. ისტორიის გაკვეთილზე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის