

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა მოქალაქემ, რომელიც არ ეთანხმებოდა მის სახელზე დარიცხულ 2 968.30 ლარს, მათ შორის წყალმომარაგების მომსახურების დავალიანებასა და ქსელზე მიერთების/აბონენტად რეგისტრაციის საფასურს.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა საკითხი შეისწავლა და რეკომენდაციით მიმართა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP).
საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აბონენტი სისტემაში დუბლირებულად იყო რეგისტრირებული.
კომპანიამ გააუქმა დუბლირებული აბონენტი და დარიცხული თანხა სრულად დააკორექტირა.
თუ კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებით მსგავსი პრობლემა გაქვთ, მიმართეთ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს Energy Ombudsman ენერგოომბუდსმენი
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური თითოეულ განცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს.
ცხელი ხაზი: 032 242 01 90
ელფოსტა: mail@pdci.ge
„ნუნისის“ მფლობელმა ირმა დაუშვილმა ტურიზმის ეროვნული
პარლამენტმა დღეს, 28 ოქტომბერს საკანონმდებლო პაკეტი
„სინათლე მედია“ Index on Censorship-ის 2026 წლის
გაზისა და წყლის ფიქსირებული ტარიფი შეიცვლება
ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის