

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდნენ, – ამ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა შეათანხმეს სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უნდა ამოქმედდეს უკრაინაში ომის გამო.
ახალი სანქციები ძალაში შევა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიერ დამტკიცებისა და ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, სანქციები შეეხება კიდევ 32 რუსულ ბანკს. ასევე, კრიპტოვალუტის კომპანიებს და ნავთობით ვაჭრობის პლატფორმებს.
ერთი წლით გაგრძელდება რუსული ნავთობის ფასისთვის დაწესებული ზედა ზღვარი (საბაზრო ღირებულებაზე 15%-ით ნაკლები), რომლის ზემოთაც ევროპულ ტანკერებს, სადაზღვევო კომპანიებს და ბანკებს ეკრძალებათ რუსული ნავთობის ტრანსპორტირება, დაზღვევა და დაფინანსება.
სანქციების 21-ე პაკეტი ვრცელდება გემებზეც, რომლებიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს ეხმარებიან.
ევროკომისიის პრეზიდენტის ცნობითვე, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა უკრაინის წინააღმდეგ ომის მონაწილე რუსებისთვის ევროკავშირში ჩასვლის ასაკრძალად.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდნენ, – ამ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს. ევროკავშირის […]
ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
დღეს, 23 ივლისს, საზაფხულო კვირეულის ფარგლებში
22 ივლისს სასამართლომ 14-დღიანი პატიმრობა
22 ივლისს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სროლის