

„დევნილთა და ეკომიგრანტთა აგრომეურნეობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.
სააგენტო პროგრამაში გამარჯვებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.
პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იძულებით გადაადგილებული 300-მდე პირი დაფინანსდება.
განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება:
▪︎ თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
▪︎ გორი, სამების ქ.N1;
▪︎ რუსთავი, მე-17 მ/რ, N20ა;
▪︎ ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106;
▪︎ ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.
განაცხადის გაგზავნა სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც info@idp.gov.ge შესაძლებელია.
პროგრამის მთავარ მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს მათი შემოსავლის ზრდას.
დევნილთა და ეკომიგრანტთა აგრომეურნეობების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას გაეცანით სააგენტოს ვებგვერდზე.
განაცხადის ფორმა იხიილეთ ამ ბმულზე.
„დევნილთა და ეკომიგრანტთა აგრომეურნეობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. სააგენტო პროგრამაში გამარჯვებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, […]
2025-2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულთათვის
კლიმატის ცვლილება დღეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ეს პროცესი
განათლების სამინისტრო საქართველოს ოც სკოლაში და მათ შორის, ხარაგაულის
ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის ბორის