ხარაგაულში 29 მაისს მევიოლინე ვიტალი (იმერელი) სამხარაძის სოლო კონცერტი გაიმართა. კონცერტში ასევე მონაწილეობდა პიანისტი მარიან პეტრესკუ. საღამოზე ჯაზური კომპოზიციები შესრულდა.

კონცერტზე მოწვეული იყვნენ მსმენელები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლიდან. ეს კონცერტი მაყურებლებმა უფასოდ მოისმინეს.

თუმცა, ამ „უფასო“ კონცერტისთვის ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 ათასი ლარი გაიხარჯა, – 20 ათასი ლარი მოწვეულ მევიოლინეს გადასცეს, ხოლო 2 ათასი ლარი სარესტორნო მომსახურებისთვის (30 პერსონაზე) გაიხარჯა.

მევიოლინე ვიტალი (იმერელი) სამხარაძის მომსახურება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გარდა, მხოლოდ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შეისყიდა, – როგორც ეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა.

ქუთაისში კონცერტი 2026 წლის 4 მაისს, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. ამ კონცერტის ჩასატარებლად ქუთაისის მუნიციპალიტეტმა მევიოლინეს 58 500 ლარი გადაუხადა.

ფოტო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდიდან