

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, ზანე რუნგულე, ქუთაისში ონლაინ კურსის „ევროკავშირი და შენ“ კურსდამთავრებულებს შეხვდა.
კურსი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც დაინტერესებულია ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავებით.
ინტერაქტიული შეხვედრის ფარგლებში ზანე რუნგულემ და მონაწილეებმა იმსჯელეს ევროკავშირის შესახებ ყველაზე გავრცელებულ მცდარ წარმოდგენებზე, ახალგაზრდებმა დასვეს კითხვები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და სტუმართან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე ზანე რუნგულემ მიულოცა მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება და მოუწოდა, გამოიყენონ მიღებული ცოდნა და თავის საზოგადოებაში ევროპასთან დაკავშირებით ფაქტებზე, კვლევებსა და მტკიცებულებებზე დამყარებული დისკუსიები გააგრძელონ.
„საქართველოს ევროპულ მომავალს თქვენნაირი – ინფორმირებული, ჩართული და დემოკრატიული, აყვავებული და ევროპული საქართველოს მშენებლობის ერთგული – ადამიანები შექმნიან“.
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი