

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს დღეს, 15 ივნისს, წარუდგინა.
კახა გოლუბიანის ინფორმაციით, მერიაში 78 შტატიდან 66 შტატი დარჩება. ეს გაუქმებული 12 შტატი მერიაში ვაკანტური იყო და ამ პოზიციებზე არავინ მუშაობდა.
გაერთიანდება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კანცელარიისა და იურიდიული განყოფილებები. მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში დაემატება კეთილმოწყობის განყოფილება.
ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების ასისტენტებად შრომითი ხელშეკრულებით 12 პირი იყო დასაქმებული. 12-ვე მათგანთან, რეორგანიზაციის შემდეგ, ადმინისტრაციული ხელშეკრულები გაფორმდება. ამ დრომდე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით 48 პირი იყო დასაქმებული.
შტატები უცვლელად დარჩება:
რეორგანიზაციის გამო ცვლილებები შევა მერიისა და მერიის სამსახურების დებულებებში.
კახა გოლუბიანის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შემდეგ არაფერი შეიცვლება თანამდებობრივ სარგოებში.
რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 17 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე უნდა განიხილოს, დასამტკიცებლად.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, პოლონეთში,