

სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით,
ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, 105-წევრიანი ეროვნული კრების შემადგენლობაში ოთხი პოლიტიკური გაერთიანება იქნება.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 8 ივნისს დილის ათი საათისთვის გამოცხადებული წინასწარი შედეგებით, რომლებიც ყველა, 2005-ვე საარჩევნო უბნის მონაცემებს ეფუძნება:
უბრალო უმრავლესობის შესაქმნელად 53 დეპუტატია საჭირო, ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის – 70.
სხვა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს (4% პარტიებისთვის და 8-10% ბლოკებისთვის მათი წევრი პარტიების რაოდენობის მიხედვით).
სომხეთში 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში 16 პარტია და 2 ბლოკი მონაწილეობდა.
ამომრჩეველთა აქტივობა 58,97% იყო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის, ვარძიის, ხევის, ლეღვანის,
18 ნოემბერი სექსუალური ექსპლუატაციისა და
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული
ხარაგაულში მცხოვრები მარინა გოგია, ერთ-ერთია