

„საქართველოს რკინიგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, პირველი ივნისიდან საგარეუბნო მატარებლების მგზავრებმა ბილეთის ღირებულება ბარათით (სახელფასო, საპენსიო და სხვ.) უნდა გადაიხადონ.
ტერმინალი გამცილებელს ექნება და მგზავრობის თანხას ბარათით მატარებელში ასვლამდე გადაიხდით.
ამ დრომდე საგარეუბნო მატარებლებში მგზავრობის საფასურის გადახდა ვაგონში დამონტაჟებული აპარატებით იყო შესაძლებელი.
მგზავრებს კვლავინდებურად შეეძლებათ მგზავრობის ბილეთის შეძენა რკინიგზის სადგურის სალაროებში.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, საგარეუბნო მატარებლები მოძრაობენ: ხაშური-ზესტაფონის, თბილისი-ბორჯომის, თბილისი-გარდაბანის, ქუთაისი-რიონის, ქუთაისი-ბათუმის, ბათუმი-ოზურგეთის, ქუთაისი-საჩხერეს მიმართულებით.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.