

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა. დარბაზის ექსპლუატაციაში შესვლისათვის საჭიროა ინვენტარისა და შესაბამისი აპარატურით დარბაზის აღჭურვა. ამისათვის მუნიციპალიტეტმა კიდევ ერთი ტენდერი უნდა გამოაცხადოს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშილი ამბობს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ საკრებულოს სხდომათა დარბაზი, ეს იქნება სივრცე საჯარო შეხვედრებისთვის, კონფერენციებისთვის და სხვ.
„ხარაგაულის მინიციპალიტეტმა, შესაბამისი შეფასების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროსგან 2025 და 2026 წლებში მიიღო გრანტი, – პირველად 550 ათასი ლარი, მეორედ – 300 ათასი ლარი. ცხადია ეს თანხა მთლიანად დარბაზის აღჭურვას არ მოხმარდება, მაგრამ ამ თანხიდან ვფიქრობთ, დარბაზისთვის საჭირო ინვენტარისა და აპარატურის შეძენას,“ – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
წლებია, ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის დარბაზი უმოქმედოა; ხარაგაულის თვითმმართველობას ტენდერი დარბაზისა და სახურავის რეაბილიტაციისთვის 120 928 ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა. დარბაზის ექსპლუატაციაში შესვლისათვის საჭიროა ინვენტარისა და შესაბამისი აპარატურით დარბაზის აღჭურვა. ამისათვის მუნიციპალიტეტმა კიდევ […]
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეორგანიზაციის პროცესია დაგეგმილი.
12 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრიაობას ზეიმობს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის