

ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა დღეს, 30 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებელი მედიისთვის დაძაბულად დაიწყო.
ხარაგაულის საკრებულოში ორი დეპუტატით მეტია არჩეული, წინა საკრებულოსთან შედარებით. საკრებულოს თავმჯდომარე შეეცადა, რომ სხდომაზე დამოუკიდებელი მედიისთვის ამ დრომდე გამოყოფილ ორ ადგილზე დეპუტატები დაესვა.
მედიაორგანიზაცია „ჩემი ხარაგაულის“ პოზიციას რომ – „ამ ადგილიდან მედიამ უნდა გააგრძელოს მუშაობა“, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე გამოეხმაურა რეპლიკით, რომ თურმე „აქ არ არის მედიის ადგილი“.
ასეთი ინციდენტი ჩვენთვის პირველი არ არის და აქედან გამომდინარე, – არც მოულოდნელი იყო.
2021 წლის მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზეც ასეთივე ფაქტი მოხდა, რის გამოც მაშინ მკაცრად გავაპროტესტეთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომები, წლებია, საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში იმართება. ამ ოთახში არის სივიწროვე – დეპუტატებს სამუშაო ადგილების დაკავება და ოთახში გადაადგილება უჭირთ.
შეუძლებელია, რომ ამ პატარა ოთახში დაინტერესებული მოქალაქეები მოვიდნენ და საკრებულოს სხდომაზე დაესწრონ.
ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე არის 200-კაციანი დარბაზი, სადაც 2014 წლის მოწვევის საკრებულოს სხდომები და სხვა შეხვედრები იმართებოდა. ამჟამად ეს დარბაზი გასარემონტებელია და მის მოწესრიგებაზე თვითმმართველობა არ ზრუნავს.
ამავე თემაზე
საკრებულოს პირველ სხდომაზე თანამდებობის პირები აირჩიეს
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ