

ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე არსებული სხდომათა დარბაზისა და შენობის სახურავის რეაბილიტაციას აპირებს. ამ მიზნით 120 928 ლარზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიამ – შპს მაი თაუნ (დირექტორი იოსებ გაბელაია) სატენდერო თანხად – 107 400 ლარი დააფიქსირა.
ამჟამად შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ადმინისტრაციული შენობის გადახურვა და შენობის მეორე სართულზე არსებული სხდომათა დარბაზის გარემონტება, მერიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, 56 კალენდარული დღის ვადაში უნდა დაასრულოს.
წლებია, ეს დარბაზი უმოქმედოა იმ პირობებში, როცა საკრებულოს სხდომები საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში იმართება.
ამ დარბაზის რეაბილიტაციის საჭიროებაზე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ 2025 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარების დღეს გაამახვილა ყურადღება.
„თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში ხარაგაულში ჭიათურის სახელმწიფო
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები და ოჯახები ხარაგაულს, – ამ შეკითხვაზე
ხარაგაულში 29 მაისს მევიოლინე ვიტალი (იმერელი) სამხარაძის
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში
22 წლის დავით ბლიაძე ნარკოტიკის