

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობის სახურავი, რამდენიმე თვეა, დაზიანებულია და ამ ცენტრის ოთახებში წყალი ჩამოდის.
ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე ტაბატაძის, ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს არაერთხელ მიმართა და შესაბამისი დაპირებაც მიიღო.
„ველოდებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის დამატებას და რომ დათბება, სახურავს შევაკეთებთ,“ – ამბობს ალექსანდრე ტაბატაძე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის ვარლამ ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ჯანდაცვის ცენტრის სახურავი წელს, ზაფხულზე აუცილებლად შეიცვლება. თუმცა, ჯერჯერობით, ამ ცენტრის ოთახების რეაბილიტაცია არ იგეგმება.




ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, პოლონეთში,