

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეორგანიზაციის პროცესია დაგეგმილი. ამის შესახებ ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა 11 მაისს, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრა.
მერიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „ცვლილებები სტრუქტურული ერთეულების გაერთიანებასა და ახალი ადმინისტრაციული მოდელის ფორმირებას უკავშირდება“.
„მუნიციპალიტეტში რეორგანიზაციის პროცესი იწყება, – ამბობს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, – დადგენილია მესამე კატეგორიის მუნიციპალიტეტებისთვის თანამშრომელთა ოპტიმალური რაოდენობა, რაც გვავალდებულებს, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მივუდგეთ ადმინისტრაციული რესურსების გადანაწილებას.
ვიწყებთ მუშაობას ახალი სტრუქტურის პროექტზე, სადაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული სამსახურები, განყოფილებები და მათი ფუნქციური მიმართულებები.
ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია კვალიფიციური კადრების შენარჩუნება, მათი შესაძლებლობების სწორად გამოყენება და სამართლიანი, ობიექტური პროცესის უზრუნველყოფა. რეორგანიზაციის ფარგლებში არ იქნება პერსონალური მიდგომები, თითოეული გადაწყვეტილება მიმართული იქნება სისტემის გაუმჯობესებისკენ, სიახლეების დანერგვისა და მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ.
ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთ საქმეს ვემსახურებით – ხარაგაულის განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობას. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით უფრო ეფექტურ, მოქნილ და შედეგზე ორიენტირებულ მმართველობას და ეს პროცესი სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაცით, პირველ ეტაპზე რეორგანიზაცია შეეხება მერიას, ხოლო შემდგომ ეტაპზე განიხილება ააიპ-ების რეორგანიზაციის საკითხიც.
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი ამ შეხვედრას არ ესწრებოდა.
ფოტო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დარბაზის
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეორგანიზაციის პროცესია დაგეგმილი. ამის შესახებ ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა 11 მაისს, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრა. მერიის […]
12 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრიაობას ზეიმობს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის