

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის საექიმო ამბულატორია, მერვე თვეა, ტელემედიცინის საპილოტე პროექტში ვერ ერთვება, სათანადო შენობის უქონლობის გამო.
რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოქცეული ხევის საექიმო ამბულატორიას, მესამე წელია, „ენერჯი გრუპი“ აშენებს.
ამ კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელი ლადო აღაჯანაშვილი ამბობს, რომ მომავალ კვირაში შენობის გადახურვა დასრულდება და შიდა სამუშაოები დაიწყება. ხევის საექიმო ამბულატორიის შენობა ექსპლოატაციისთვის მზად, სავარაუდოდ, 2026 წლის ივნისში იქნება.
მეექვსე წელია, ხევის ამბულატორია ფუნქციონირებს კერძო სახლში, სადაც ექიმ ია პაქსაშვილის ინფორმაციით, სამედიცინო მომსახურებისთვის არასათანადო პირობებია.
ტელემედიცინის პროექტი, საქართველოს მასშტაბით, 110 საექიმო ამბულატორიაში ინერგება ევროკავშირის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს მხარდაჭერით; საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ორი საექიმო ამბულატორია, – ხევისა და წყალაფორეთის, – ტელემედიცინის საპილოტე პროექტის განსახორციელებლად, სწორედ ჯანდაცვის სამინისტრომ შეარჩია.
ფოტოზე: მშენებარე ამბულატორია ხევში
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.