ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწვევს ყველა მსურველს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობისა და ევროპის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელიც 9 მაისს საზეიმოდ გაიმართება „ექსპო ჯორჯიაში“. გარდა ამისა, წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობის 30 წლისთავი აღინიშნება.

მე-5 და მე-6 პავილიონები უმასპინძლებენ გამოფენას „Team Europe“, რომელზეც ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფო წარმოადგენს კაცობრიობის განვითარებაში შეტანილ საკუთარ გასაკუთრებულ წვლილს, დაწყებული სამეცნიერო რევოლუციებით და ნოვატორული გამოგონებებით, და დამთავრებული კულტურული მიმდინარეობებით.

მე-11 პავილიონში სტუმრებს ესაუბრებიან იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს რეალურად პარტნიორული ურთიერთობა ევროკავშირს და საქართველოს შორის. პავილიონის ცენტრში სპეციალური ინსტალაცია „ევროკავშირის და საქართველოს პარტნიორობის 30 წელი“ მნახველებს შესთავაზებს ვიზუალურ მოგზაურობას იმ მნიშვნელოვანი ეტაპების გასაცნობად, რომლებმაც ეს ურთიერთობა განსაზღვრა და გააღრმავა.

მე-4 პავილიონი გარდაიქმნება მოქმედ პოდკასტ სტუდიად „ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“, სადაც დღის განმავლობაში წამყვანები განიხილავენ შემდეგ საკითხებს: რას ნიშნავს დღეს ევროპას ქართველებისთვის? როგორი იქნება ჩვენი მომავალი? რა გვაერთიანებს თაობებისა და ჩვენ შორის არსებული საზღვრების მიუხედავად? თითოეული სესიის ხანგრძლიობა 20 – 45 წუთი იქნება.

მე-3 პავილიონში სტუმრები გაეცნობიან შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროკავშირი საქართველოს სთავაზობს, მათ შორის განათლების და პროფესიული განვითარების სფეროში. პავილიონში გაიმართება პრაქტიკული ვორქშოფები და გაიცემა ექსპერტთა რჩევები. მონაწილეები გაიგებენ, თუ როგორ შეიტანონ განაცხადი Erasmus+ პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად და გაეცნობიან ინფორმაციას კონკურსის შესახებ „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, რომელიც გამორჩეულ ქართველ ჟურნალისტებს გამოავლენს.

ექსპო-ჯორჯიას მისამართია თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. 118.

ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება.

ამავე თემაზე

„ევროპის გუნდი“: ევროკავშირის ელჩი საქართველოში ბოლნისს ეწვია