

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას ცენტრალური ბიუჯეტიდან 7 410 596 ლარი გამოეყო. კერძოდ,
ა) საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის – 1 220 742 ლარი;
ბ) გზების კაპიტალური მშენებლობისათვის – 4 313 793 ლარი; წყლის სისტემის მოსაწყობად – 410 000 ლარი და მრავალბინიანი სახლების ფასადების რეაბილიტაციისათვის 126 259 ლარი (ამ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხა, – ჯამში 4 850 052 ლარი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო);
გ) საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად – 396 157 ლარი (მათ შორის 2025 წელს აღებული ვალდებულებების შესასრულებლად 69 685 ლარი და 2026 წელში განსახორციელებელი პროექტებისათვის 326 471 ლარი);
დ) გზების კაპიტალური მშენებლობისათვის – 340 000 ლარი (მათ შორის, ხიდრის საუბნო გზის აღსადგენად – 160 000 ლარი, ბორის საუბნო გზის რეაბილიტაციისთვის – 180 000 ლარი);
ე) 2024 წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის – 515 000 ლარი (მათ შორის ხარაგაულში თაბუკაშვილის, დეკანოსიძისა და გალაკტიონის ქუჩებზე საყრდენი კედლების მშენებლობისათვის – 247 415 ლარი; წერეთლის ქუჩაზე დაზიანებული სანიაღვრე არხის მოსაწყობად – 53 354 ლარი; ლაშის იგორეთში დაზიანებული გზების საყრდენი კედლებისა და ფერდის დატერასების მოწყობაზე – 214 231 ლარი);
ვ) ხევის საბავშვო ბაღის აღჭურვის მიზნით – 78 245 ლარი;
ზ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 10 400 ლარი გამოეყო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად 21 და 22 მარტს ტრანსპორტირების ხარჯების ასანაზღაურებლად.
ამ თანხების ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვისთვის საჭიროა საბიუჯეტო ცვლილება, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 6 აპრილის სხდომაზე განიხილავს.
სახალხო დამცველი შეხვდა თბილისში ვიზიტით მყოფ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა
დღეს, 14 აპრილს, საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.