ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალური პროგრამით, სოციალურ მომსახურებაზე, 4 319 700 ლარი გაიხარჯა; მათ შორის – 763 000 ლარი მთავრობის განკარგულებით, 3 556 700 ლარი – საკუთარი სახსრებით. აღნიშნული თანხა 10 727 მოქალაქის საჭიროებების დაფინანსებას მოხმარდა. მათ შორის:
- სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების ქვეპროგრამით დაიხარჯა 883 600 ლარი და ისარგებლა 1 418 ბენეფიაციარმა;
- შშმ პირთა დახმარების ქვეპროგრამით დაიხარჯა 90 100 ლარი და ისარგებლა 107 ბენეფიციარმა;
- ერთჯერადი ფინანსური დახმარების ქვეპროგრამით დაიხარჯა 1 087 800 ლარი და ისარგებლა 4 680 ბენეფიციარმა;
- ლეიკემიით დაავადებულთა და დიალიზზე მყოფი პაციენტების ყოველთვიური დახმარების ქვეპროგრამით დაიხარჯა 46 400 ლარი და ისარგებლა 22 ბენეფიციარმა;
- მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამით დაიხარჯა 27 600 ლარი და ისარგებლა 63 მრავალშვილიანის ოჯახმა;
- მარტოხელა მშობლების დახმარების ქვეპროგრამის მოსარგებლეა 25 მარტოხელა მშობელი და დაიხარჯა 20 400 ლარი;
- მარჩენალდაკარგულ და რეინტეგრირებულ პირთა დახმარების ქვეპროგრამით ისარგებლა 53 მარჩენალდაკარგულმა პირმა და დახარჯულია 55 200 ლარი; ყოველთვიური დახმარების ქვეპროგრამით სარგებლობენ დევნილები და უსინათლოთა კავშირში გაერთიანებული მოქალაქეები, ქვეპროგრამით დახარჯულია 79 900 ლარი და ისარგებლა 96 ბენეფიციარმა;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის მოსარგებლეა 6 ოჯახი და დახარჯულია 9 000 ლარი;
- ხანდაზმულთა დახმარების ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 100 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმულის ფინანსური დახმარება, დახარჯულია 7 000 ლარი და ისარგებლა 5 ხანდაზმულმა;
- სადღესასწაულო დღეების დახმარების ქვეპროგრამით გაიწია დახმარება 259 600 ლარით, ისარგებლა 2 613 ბენეფიაციარმა;
- სოციალურად დაუცველ და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისთვის დაიხარჯა 10 800 ლარი და ისარგებლა 43 ოჯახმა; უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეების სათბობი მასალით დახმარებისთვის დაიხარჯა 66 300 ლარი და დახმარება გაიცა 177 ოჯახზე;
- ახალშობილთა ოჯახების დახმარების ქვეპროგრამით დაიხარჯა 20 300 ლარი და ისარგებლა 98 ახალშობილის ოჯახმა;
- გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი არ გაწეულა;
- სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების დახმარება და უსახლკაროთა და ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით დაიხარჯა 1 131 655 ლარი და დახმარება გაიცა 508 ოჯახზე.
- უფასო სასადილოს მომსახურებით ყოველდღიურად სარგებლობს 160 ბენეფიციარი, ერთჯერადად საკვები პროდუქტით დახმარება გაიცა 229 ოჯახზე. ქვეპროგრამით დახარჯულია 313 300 ლარი;
- სოციალური დაცვის ობიექტების ინვენტარით უზრუნველყოფა/საგრანტო პროგრამების ხელშეწყობის ქვეპროგრამით გაწეულია ხარჯი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობის ხელშეწყობისთვის და დახარჯულია 20 000 ლარი;
- გადაუდებელი რეაგირების ქვეპროგრამით დახარჯულია 77 000 ლარი და ისარგებლა 112 ოჯახმა;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დახმარების ქვეპროგრამით ისარგებლა 95 ვეტერანმა და დახარჯულია 25 000 ლარი;
- არასრულწლოვანთა დახმარების ქვეპროგრამით დახარჯულია 90 000 ლარი და ისარგებლა 217 ოჯახმა;
- პერსონალური ასისტენტის მომსახურების ქვეპროგრამით ხარჯი არ გაწეულა, რადგან არ არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებელი.