

გერმანიის საელჩო საქართველოში აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია:
„გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ახორციელებს შემოწმების პროცედურას – ე.წ. Universal Periodic Review (UPR), რომელიც ყველა წევრმა სახელმწიფომ პერიოდულად უნდა გაიაროს. ეს პროცედურა ეფუძნება გაეროს ქარტიას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა კონვენციებს და შესაბამის შემთხვევაში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.
საქართველოს შემოწმება ახლახან განხორციელდა. გერმანიამ განცხადება გააკეთა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სწრაფად გაუარესებასთან დაკავშირებით.
საქართველო არღვევს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და ჩვენდა სამწუხაროდ, სულ უფრო მეტად შორდება თავის ევროპულ მისწრაფებას.
ჟენევა, 2026 წლის 26 იანვარი:
გერმანია ძალიან შეშფოთებულია [საქართველოში] ადამიანის უფლებების სწრაფად გაუარესებული მდგომარეობის გამო, შეკრების, გაერთიანების, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების ჩათვლით, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წარმოების ბოროტად გამოყენების გზით.
გერმანია წუხილს გამოთქვამს, რომ არ არსებობს ანგარიშვალდებულება დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმებთან დაკავშირებით.
გერმანია რეკომენდაციებს უწევს საქართველოს:
ერთიანი და მომავალზე ორიენტირებული პარტნიორობის
ხარაგაულში საბავშვო თეატრი იქმნება. ამ თეატრის შექმნა ახალგაზრდული ფესტივალის
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწვევს ყველა მსურველს ევროკავშირისა და საქართველოს
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის რამდენიმე წევრი
ხარაგაულში ტრადიციული ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული 2026“