

განათლების სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან იწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
სწავლა 2026 წლის 15 იანვარს განახლდება.
ასევე 15 იანვარს განაახლებს სასწავლო პროცესს ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, თამარ ლაცაბიძის ინფორმაციით, ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღები 30 დეკემბრის ჩათვლით იმუშავებენ, ხოლო მუნიციპალიტეტის სოფლებში მოქმედ საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყო.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 20 იანვარს განახლდება.
ფოტოზე: ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.