

4 ნოემბერს ევროკომისია 2025 წლის გაფართოების პაკეტს მიიღებს.
გაფართოების შესახებ ანგარიში მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ყველა კანდიდატ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, წინსვლისა და რეფორმების პრიორიტეტების ყოველწლიურ შეფასებას.
დღეისათვის, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ცხრა ქვეყანას აქვს შეტანილი, მათგან შვიდს უკვე გახსნილი აქვს მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა და თურქეთი.
თბილისისა და ბრიუსელის ურთიერთობებში არსებული კრიზისის ფონზე, საქართველოსთან დაკავშირებული გაფართოების პროცესი არაფორმალურად შეჩერებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს შესახებ ევროკომისიის გაფართოების კომისრის, მარტა კოსის, მიერ მომზადებული ანგარიში „ძალიან მძიმე“ იქნება.
ამ დოკუმენტის მიხედვით, ბრიუსელი გააფრთხილებს საქართველოს მთავრობას იმის შესახებ, რომ, – არსებული ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში, რადიკალური ცვლილებების გარეშე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შესაძლებლობა არ ექნება.
რუსეთის აგრესიამ უკრაინაში და რეგიონში განვითარებულმა გეოპოლიტიკურმა ძვრებმა ევროკავშირის გაფართოების პროცესს ახალი ძალა შესძინა და ბრიუსელის მიდგომა მნიშვნელოვნად უფრო ღია გახდა. ევრობარომეტრის ბოლო კვლევის თანახმად, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დღეს უკვე მხარს უჭერს ბლოკის გაფართოებას.
4 ნოემბერს, ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები განიხილავენ ევროპული ინტეგრაციის მომავალს.
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო