

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 მობილური ტელეფონი და 119 ელექტრო მოწყობილობა.
ამჟამად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლები ამუშავებენ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებულ ინფორმაციას.
სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით შემდგომი საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება.
დღეს, 15 მაისს, საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო
ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე
დღეს, 13 მაისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი