

ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა და 15 ოქტომბერს შემაჯამებელი ოქმი გამოსცა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის მოწვევის საკრებულო 35 წევრიანია იქნება; მათ შორის 20 მაჟორიტარული, ხოლო 15 – პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატების შემადგენლობა ასეთია:
მაჟორიტარული სიით არჩეული ყველა დეპუტატები „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია.
პროპორციული სისტემით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არჩეულები არიან:
ცესკოს მონაცემებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პარტიების მიღებული ხმების ჯამური რაოდენობა ასეთია:
„კონსერვატორების საქართველოსთვის“ – 143 ხმა;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 180 ხმა;
„ძლიერი საქართველო – ლელო“ – 1047 ხმა;
„გახარია საქართველოსთვის“ – 473;
„ქართული ოცნება“ – 9 206 ხმა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა გაიმარჯვა. ცესკოს მონაცემებით, მან მიიღო 9325 ხმა (80,1329%), რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლების 49,62%-ია.
ხარაგაულის მერობის კანდიდატმა პარტიიდან „ძლიერი საქართველო – ლელო“ ინგა მაღრაძემ 1525 ხმა (13,10%) მიიღო.
ხარაგაულის მერის არჩევნებში ბათილია 788 ბიულეტენი; პროპორციული სისტემით გაბათილდა 585 ბიულეტენი, ხოლო მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში – 730 ბიულეტენი.
#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 18 791 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. მათგან საარჩევნო ყუთებთან 11 637 ამომრჩეველი მივიდა.
წლევანდელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდებოდნენ ეუთო/ოდირის მისია და საქართველოში მოქმედი, არჩევნებზე მომუშავე ორგანიზაციები.
ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შემაჯამებელი ოქმი 15 ოქტომბერს გამოსცა. საკრებულოს პირველი სხდომა ცესკომ, შემაჯამებელი ოქმის გამოცემიდან, არაუმეტეს 30 დღეში უნდა დანიშნოს.
დღეს, 2 დეკემბერს, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში ფერმერებთან საინფორმაციო
პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ეს არის დღე, როდესაც
ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე
ოთხშაბათს, 3 დეკემბერს, თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია
შობის მარხვა, კალენდრის მიხედვით, უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება