2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. ამ არჩევნებზე ამომრჩევლებმა უნდა აირჩიონ მუნიციპალიტეტის საკრებულო და მუნიციპალიტეტის მერი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მერობის ორი კანდიდატია წარდგენილი:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო  35-წევრიანი იქნება. მათგან 20 დეპუტატი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა, 15 – პროპორციული სისტემით (პარტიული სიით).

საქართველოში 4 ოქტომბრის არჩევნები, ისევე როგორიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნები, შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მასშტაბით გახსნილი 3051 უბნიდან არჩევნები ელექტრონული სისტემით 2284 უბანზე ჩატარდება, ხოლო ძველი, ტრადიციული წესით – 767 საარჩევნო უბანზე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შექმნილი 37 საარჩევნო უბნიდან ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები შემდეგ უბნებში ჩატარდება:
#48.01 დაბა ხარაგაულის;
#48.02 დაბა ხარაგაულის;
#48.03 ბაზალეთის;
#48.08 ვარძიის;
#48.09 ვახანის;
#48.11 კიცხის;
#48.12 თეთრაწყაროს;
#48.13 ლაშის;
#48.14 ლეღვანის;
#48.15 მარელისის;
#48.17 მოლითის;
#48.19 ქვების;
#48.21 სარგვეშის;
#48.23 საღანძილის;
#48.26 ფარცხნალის;
#48.29 წყალაფორეთის;
#48.31 ხიდარისა და
#48.35 საქარიქედის საარჩევნო უბნებში.

იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონულად ტარდება, ამომრჩეველს ერთი ბიულეტენი გადაეცემა. ეს ბიულეტენი დაყოფილი იქნება 3 სვეტად: I სვეტში მოცემული იქნება პარტიების ჩამონათვალი; II სვეტში – მაჟორიტარობის კანდიდატები; III სვეტში – მერობის კანდიდატები.

ხმის ელექტრონულად მიცემისას ამომრჩეველმა მისთვის სასურველი პარტიისა და სუბიექტის რიგითი ნომერი უნდა გააფერადოს.

იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ძველი წესით ტარდება, ამომრჩეველს მიეცემა 3 ბიულეტენი – პარტიების, მაჟორიტარობის კანდიდატებისა და მერობის კანდიდატების ჩამონათვალით. ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა მისთვის სასურველი პარტია და კანდიდატები უნდა შემოხაზოს.

ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე უნდა მივიდეს. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემა დაუშვებელია.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 513 818. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 18 791 ამომრჩეველი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მისაცემად 906 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

გაგაცნობთ #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის,
ასევე:

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა

  • გია ცისკაძე – ცესკოსგან, კომისიის თავმჯდომარე;
  • ნინო ბუაჩიძე – ცესკოსგან, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
  • არჩილ ბლიაძე – ცესკოსგან, კომისიის მდივანი;
    წევრები:
  • ნელი ვეფხვაძე – ცესკოსგან;
  • ნუნუ კოხოძე – ცესკოსგან;
  • ქეთევან კიკნაძე – ცესკოსგან (დროებითი წევრი);
  • ქეთევან მოდებაძე – ცესკოსგან (დროებითი წევრი);
  • ვასილ შარიქაძე – ცესკოსგან (დროებითი წევრი);
  • ივანე ჭიპაშვილი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსგან“;
  • ნინო გოგოლაძე – „გახარია საქართველოსთვის“;
  • მაია შავიძე – „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“!