

ახალი შესაძლებლობა წალენჯიხელებისთვის – არტმეურნეობის მულტიკულტურულ ცენტრში სახვითი ხელოვნების სკოლა და სამუზეუმო სივრცე გაიხსნა. სამხატვრო სკოლაში წალენჯიხელ და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს დღეიდან შესაძლებლობა ექნებათ ხატვა უფასოდ შეისწავლონ.
წალენჯიხაში არტ-მეურნეობა 3 წლის წინ მამუკა ხაზარაძის ინიციატივით გაიხსნა. სამხატვრო სკოლა-სტუდია წარმოადგენს რეგიონული მნიშვნელობის საგანმანათლებლო ცენტრს, რომელიც მუშაობს თბილისის სამხატვრო სტუდია „ფრესკას“ პროგრამით.
სწავლა სკოლაში ყოველდღიურად იქნება. სამომავლოდ სამხატვრო სკოლაში სხვადასხვა მხატვრის გამოფენები, ვორქშოპები და თემატური არტ-საღამოები მოეწყობა. სივრცე იქნება ცოცხალი, განახლებადი და დინამიური, სადაც ხელოვნების პროცესში ბავშვები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები გაერთიანდებიან. წალენჯიხის სამხატვრო სკოლაში 6-დან 18 წლამდე მოსწავლეების რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
„ნუნისის“ მფლობელმა ირმა დაუშვილმა ტურიზმის ეროვნული
პარლამენტმა დღეს, 28 ოქტომბერს საკანონმდებლო პაკეტი
„სინათლე მედია“ Index on Censorship-ის 2026 წლის
გაზისა და წყლის ფიქსირებული ტარიფი შეიცვლება
ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის