

„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო და დაგუბების დონემ იკლო“, – ეს ინფორმაცია ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა მოგვაწოდა.
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტები იმ სარკინიგზო ხიდამდე, სადაც ყარნება ჩხერიმელას უერთდება, არ მიგვიშვეს, – არც ფოტოს გადასაღებად.
ხარაგაულის მერია ავრცელებს ინფორმაციას, რომ, „შექმნილი მდგომარეობის შესწავლა და მართვა კოორდინირებულად ხორციელდება. კონტროლდება მდინარის კალაპოტში დაგუბებული წყლის გამტარობა და მეწყრული პროცესების დინამიკა. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მდინარის კალაპოტის გაფართოებასა და დაგუბების ზონების აღმოფხვრაზე“.
ადგილობრივი ვასო გაჩეჩილაძე ამბობს, რომ, „ღვერკსა და ხემაღალში მეწყერული პროცესები აქტიურად გრძელდება. მეწყერი მუდმივად მოძრაობს და მიწის გადაადგილების ბიძგები ყოველწუთიერად იგრძნობა.
საქართველოს რკინიგზამ ლაშეში სარკინიგზო ხიდის ქვეშ მდინარე ყარნებას კალაპოტი გააფართოვა. თუმცა, ეს საკმარისი არ არის და მდინარის კალაპოტი ყველგან უნდა გაფართოვდეს, სადაც კი ეს შესაძლებელია.
მეწყერი ძალიან დიდია და მდინარე ყარნებაში მისი მთლიანად ჩამოწოლის შემთხვევაში, შესაძლოა, სოფელ ლაშის მოსახლეობაც დაზარალდეს. ამიტომ საჭიროა უფრო სწრაფი და ეფექტური რეაგირება“, – ამბობს ვასო გაჩეჩილაძე.
ამავე თემაზე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,
22-24 იანვარს თბილისში ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (OLYINFO),
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური
ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედებამ ხარაგაულის ორი მაღალმთიანი თემის