2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის კრებებზე შერჩეული 170 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა დაიწყო ხელშეკრულებების გაფორმება გამარტივებული შესყიდვის ფორმით შერჩეულ ინდმეწარმეებთან.

– ფარცხნალში საუბნო გზის შეკეთება 1030 ლარად და ღუდუმექეთში საუბნო გზის შეკეთება (მეიფარიანების უბანი) – 1407 ლარად ივალდებულა ი/მ „დათუნა კიკნაველიძემ“ (ხელშეკრულების თანახმად, ეს პროექტები 2025 წლის 20 ივლისის ჩათვლით უნდა დასრულდეს.

– გარე განათებები უნდა მოაწყოს, სექტემბრის ბოლომდე, შპს-მ „ხარაგაული 2020“ (დირექტორი ნიკოლოზ მღვდელაძე) ახალსოფელში – 7105 ლარად, ისლარში – 2276 ლარად და ღუდუმექეთში – 2803 ლარად.

– ინდ. მეწარმე „იური ჩადუნელმა“ 30 აგვისტოს ჩათვლით უნდა დაასრულოს შემდეგი პროექტები; ხუნევში სასაფლაოს ტერიტორიის შეღობვა (გაგრძელება) – გამოყოფილია 5500 ლარი; ბჟინევში სასოფლო გზის შეკეთება – 9800 ლარი; გედსამანიაში სასაფლაოს შეღობვა (გაგრძელება) – 7804 ლარი.

– ხუნევში გარე განათება 9591 ლარად, აგვისტოს ბოლომდე უნდა მოაწყოს შპს-მ „ხარაგაული 2020“ (დირექტორი ნიკოლოზ მღვდელაძე).

– სოფელ ხევში საუბნო გზების შესაკეთებლად გამოყოფილია 11699 ლარი; გრიგალათში საუბნო გზების შესაკეთებლად – 6277 ლარი; გრიგალათში მინი სტადიონის შემოსაღობად – 11445 ლარი; ციცქიურში მინი სტადიონის შემოსაღობად – 12185 ლარი; წაქვაში საუბნო გზების შესაკეთებლად – 4158 ლარი; წაქვაში გარე განათების მოსაწყობად – 7536 ლარი. ეს ექვსივე პროექტი, 30 სექტემბრის ჩათვლით, უნდა განახორციელოს შპს-მ „ხარაგაული 2020“ (დირექტორი ნიკოლოზ მღვდელაძე).

– ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, გუდათუბანში მდინარეზე სახიდე გადასასვლელი ინდ. მეწარმე „გიორგი გუდაძემ“, 17 480 ლარად, 30 აგვისტოს ჩათვლით უნდა გააკეთოს.

– ფონაში გზების შესაკეთებლად 12 673 ლარია გამოყოფილი; გოლათუბანში გარე განათების მოსაწყობად – 11 898 ლარი. ორივე ეს პროექტი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 30 აგვისტოს ჩათვლით, ინდ. მეწარმე „რომან ღამბაშიძემ“ უნდა შეასრულოს.

– სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გარე განათების მოწყობა ლაშეში 33298 ლარადაა დაგეგმილი; უჩამეთში – 14619 ლარად. ორივე სოფელში გარე განათებები, 30 სექტემბრის ჩათვლით, ინდ. მეწარმე „ალექსანდრე შავიძემ“ უნდა მოაწყოს.

– ბორში გარე განათების მოწყობა – 7468 ლარი; ბორში სკვერის რეაბილიტაცია – 4215 ლარი; იგორეთში გარე განათების მოწყობა – 2139 ლარი; იგორეთში სასაფლაოს კეთილმოწყობა – 7462 ლარი; საქარიქედში სანიაღვრე არხის მოწყობა – 9124 ლარი; – ეს პროექტები, 30 სექტემბრის ჩათვლით, ინდ. მეწარმე „ალექსანდრე შავიძემ“ უნდა შეასრულოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად.

– ხიდარში (სარიტუალოს მიმდებარედ) გზის შეკეთებაა დაგეგმილი – 2205 ლარად; ხიდარში ასევე უნდა მოეწყოს გარე განათება – 10495 ლარად. ორივე პროექტი უნდა განახორციელოს ინდ. მეწარმე „აკაკი ბერაძემ“, 30 სექტემბრის ჩათვლით.

– ხიდარში მოსაცდელი, 9 712 ლარად, 30 აგვისტოს ჩათვლით უნდა მოაწყოს ინდ. მეწარმე „ალექსანდრე შავიძემ“.

– ვანში დაიგეგმა სანიაღვრე არხის მოწყობა – 7132 ლარად, საუბნო გზის შეკეთება – 4306 ლარად; სხლითში დაიგეგმა სასმელი წყლის სისტემის მოწყობა – 4609 ლარად; საუბნო გზის შეკეთება – 4936 ლარად, სანიაღვრე არხის (წყალგამტარი მილი) მოწყობა – 2804 ლარად. ვანსა და სხლითში ხუთივე ეს პროექტი ინდ. მეწარმე „აკაკი ბერაძემ“ უნდა განახორციელოს, 30 სექტემბრის ჩათვლით.

– ვახანში (ცუცქირიძეები-ღონღაძეების უბანი) გზების შეკეთებლად – 19 488 ლარია გამოყოფილი; ზედუბანში გარე განათების მოსაწყობად – 8 795 ლარი. ეს ორივე პროექტი ინდ. მეწარმე „გიორგი კვინიკაძემ“ 30 აგვისტოს ჩათვლით უნდა განახორციელოს.

– ნადაბურში გარე განათების მოწყობა (გაგრძელება) – 16 660 ლარად არის დაგეგმილი; გოლისში საუბნო გზის შეკეთება – 9 800 ლარად. ეს ორივე პროექტი, 30 აგვისტოს ჩათვლით, ინდ. მეწარმე „სოფრომ გელაშვილმა“ უნდა განახორციელოს..

– ვერტყვიჭალაში სასაფლაოს შემოღობვა (გაგრძელება) – 10 176 ლარი; ვერტყვიჭალაში ეკლესიის მიმდებარედ სანიაღვრე არხის (ნიაღვარგამტარი) მოწყობა – 7 265 ლარი; ვერტყვიჭალაში სასაფლაოს მიმდებარედ გარე განათების მოწყობა – 1 633 ლარი; ვერტყვიჭალაში გოგოლაძეების საუბნო გზის შეკეთება – 1 505 ლარი; ვერტყვილაში ეკლესიის და მაჭარაშვილების საუბნო გზის შეკეთება – 1 314 ლარი; ვერტყვილაში სასაფლაოს შემღობვა – 958 ლარი; ვერტყვილაში სანიაღვრე არხის მოწყობა – 1 712 ლარი; ვერტყვილაში ირაკლი აბაშიძის საკარმიდამოს მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობა – 9 257 ლარი; ვერტყვილაში ხუტურის უბნის გარე განათების მოწყობა (გაგრძელება) – 4 694 ლარი.

ხუნევის თემის ამ სოფლებში დაგეგმილი ეს ცხრა პროექტი ინდ. მეწარმე „ზვიად ლომიძემ“ 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულების თანახმად.

– ბაზალეთში დაგეგმილია დევდარიანების უბნის სასაფლაოს შემოღობვა – 11 760 ლარად; ქროლში მაქაძეების უბნის გზის შეკეთება – 19 600 ლარად; ღარიხევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა (სათავე ნაგებობა) – 11 760 ლარად; წიფში სანიაღვრე არხების მოწყობა – 9 800 ლარად.

ბაზალეთის თემის სოფლებში ეს ოთხი პროექტი ინდ. მეწარმე „აკაკი ბერაძემ“ უნდა განახორციელოს, 30 სექტემბრის ჩათვლით.

– ზვარეში დაგეგმილია გარე განათების მოწყობა – 11 686 ლარად; ასევე ზვარეში სანიაღვრე არხის მოწყობა – 1952 ლარად; ნუნისში საუბნო გზის მობეტონება – 28 874 ლარად; ჩრდილში სასაფლაოს შემოღობვა – 11 698 ლარად. ეს ოთხი პროექტი, 20 სექტემბრის ჩათვლით, ინდ. მეწარმე „გივი მჭედლიძემ“ უნდა გააკეთოს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე პროექტების შესახებ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია დამატებით გაცნობებთ.