

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 79 სოფელში 181 პროექტის განხორციელება იგეგმება.
როდის დაიწყება ამ პროექტების სამუშაოები, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ.
მისგან მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას ჯერ არ გამოუცია განკარგულება, თუ რა ფორმით უნდა შეისყიდონ მუნიციპალიტეტებმა როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ისე, უშუალოდ სამუშაოები.
ამ ინფორმაციას, განახლებისთანავე მოგაწვდით.
2025 წლისთვის, ისევე როგორც გასულ წლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად, მთავრობის განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის 890 ათასი ლარია გამოყოფილი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ პროგრამის თანადაფინანსებისთვის 200 400 ლარია განსაზღვრული.
დღეს, 15 მაისს, საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო
ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე
დღეს, 13 მაისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი