

დღეს, 7 მაისს, პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა14: 00 საათზე სასტუმრო „პარაგფარ თბილისში“ გაიმართება.
ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებშია პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობის დამტკიცება.
პარტიის წესდების შესაბამისად, პოლიტსაბჭოზე შეთანხმებულ თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატს, „ქართული ოცნების“ დელეგატებს საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წარუდგენს.
პარტიის ყრილობამდე მუნიციპალიტეტებში გაიმართა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების კონფერენციები, სადაც ყრილობის დელეგატები აირჩიეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ყრილობის დელეგატები არიან:
კობა ლურსმანაშვილი – მუნიციპალიტეტის მერი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე;
მანანა ბარბაქაძე – ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე;
შალვა ლურსმანაშვილი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე;
ზურაბ ლურსმანაშვილი – აქტივის კოორდინატორი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 25 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა 2026 წლის 30 სექტემბრისთვის
ამ წუთებში ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის
დღეს, 2026 წლის 18 მარტს, მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და
დღეს, 18 მარტს, 14:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,