
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება ე.წ. „ფონდების საქმეზე“ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც იმყოფებოდნენ არასრულწლოვანები.
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვანებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. რა მიზნითაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო.
ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა.
სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 29 აპრილს, დილის საათებში, ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე ფონდის დამფუძნებლის – მარიამ ბაჯელიძის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და ადამიანის უფლებათა სახლის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის სახლებში.
ორსული მარიამ ბაჯელიძე სახლში თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.
ყველა პირი, ვის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა, ამბობს, რომ გამომძიებლის მთავარ ინტერესი ტელეფონებისა და კომპიუტერული ტექნიკის ამოღება იყო და სხვა მხრივ სახლებში ჩხრეკა ზედაპირულად განხორციელდა.
მოგვიანებით, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ რომ ჩხრეკა „გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით“ ჩაატარეს.
წუხელ გვიან ღამით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) საზოგადოებრივი აზრის
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი