

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში „საქართველოს წარმატებული ხელოვანი ქალების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ქართულ ქორეოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის ანსამბლ „უბისის“ ქორეოგრაფი ელისო ლურსმანაშვილი „თამარ მეფის ორდენით“ ქართული ქორეოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა დააჯილდოვა ქართული სახელოვნებო სფეროს განვითარება-პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ხანგრძლივი პრაქტიკული მოღვაწეობისთვის.
ელისო ლურსმანაშვილს საქართველოს ქალთა საბჭომ მადლიერების სიგელი გადასცა ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ვულოცავთ ელისო ლურსმანაშვილს ამ აღიარებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
ფოტოზე: ცენტრში „უბისის“ ქორეოგრაფი ელისო ლურსმანაშვილი
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.