
5 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. საქართველოში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, მეათედ ტარდება.
ამ დღეს მსოფლიო საზოგადოება ერთიანდება სლოგანით: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! ეს დღე ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
„ეროვნული ბიბლიოთეკის რეკომენდაციით, წიგნის საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, 5 თებერვალს, მთელ საქართველოში ერთდროულად დავიწყეთ, – ამბობს ხარაგაულის საბიბლიოთეკო განყოფილებათა ხელმძღვანელი ნანა ლურსმანაშვილი, – ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში შემავალ 25-ვე ბიბლიოთეკაში გაიმართა.
ცენტრალურ ბიბლიოთეკაში აქტიური მკითხველების ნაწილი მოვიწვიეთ. მათ ლექსები წაიკითხეს. ამ დღეს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენეთ წიგნისა და ბიბლიოთეკის მნიშვნელობა“.
„წიგნი მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ცოდნის მიღება სურს, – ამბობს მარიამ თაბუკაშვილი, ხარაგაულის გიმნაზიის XII კლასის მოსწავლე, – წიგნიერი ადამიანი მეტ წვლილს შეიტანს მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის განვითარებაში. წიგნი გვზრდის, საინტერესო სამყაროში გვამოგზაურებს და ცხოვრებას გვილამაზებს“.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ხარაგაულის კვარტეტმა“ სიმღერებით გაალამაზა.
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,