

საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის – UG Startup Factory-ს მიერ სტუდენტების ინოვაციური ბიზნეს იდეების ხელშეწყობის მიზნით მორიგი ღონისძიება გამართა, სადაც კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ გუნდებს ბიზნეს იდეების რეალიზაციის მიზნით 50 000 ლარი გადაეცათ.
საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი, წლებია, აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს, განავითარონ და დახვეწონ საკუთარი ბიზნეს იდეები და რაც მთავარია, ეს იდეები რეალურ და მომგებიან ბიზნესებად აქციონ.

გამარჯვებული გუნდების სია კი ასე გამოიყურება: Unimate – უნივერსიტეტის ქომუნითი პლატფორმა; Iris Visionaries – ფოტო ჯიხური მაკრო სურათებისთვის; Petpet – შინაური ცხოველების სერვისების ჯავშნები; Waiter Call – რესტორნის სერვისების მართვის პლატფორმა; FastLine Logistic – B2B პლატფორმა სურსათის მიწოდებაზე.

როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდი Unimate-ის წევრმა ლევან ნებულიშვილმა გვითხრა: „ჩვენი ბიზნეს იდეის განხორციელება სულ ნულიდან – პრობლემის ძიებით დავიწყეთ. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან ეს პროექტი რაც მოვიყვანეთ აქამდე, გვინდა განვახორციელოთ და გავუშვათ რეალურ გარემოში – ამის შესაძლებლობას კი გვაძლევს საქართველოს უნივერსიტეტი, რომლის საინვესტიციო ფონდიდან 10 000 ლარი მივიღეთ. ჩვენი პლატფორმა UG-ს სტუდენტებს აკავშირებს ერთმანეთთან ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით, თუმცა მასშტაბი გაიზრდება და პლატფორმის მეშვეობით მომავალში სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეძლებენ ერთმანეთთან დაკავშირებას. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ჩვენი იდეით ბევრი ბენეფიტი მიიღონ და ამასთანავე გაერთონ კიდეც“, – გვიყვება ლევან ნებულიშვილი.
პროგრამის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალი იყო და 150 მონაწილიდან 30 გუნდი ჩამოყალიბდა, საბოლოოდ კი 13 გუნდს მოუწია ჟიურის წინაშე საკუთარი ინოვაციური ბიზნეს იდეების წარდგენა. სტუდენტებს სამი თვის განმავლობაში ჰქონდათ ინტენსიური შეხვედრები, ტრენინგები, მენტორინგის სესიები და ინდივიდუალური კონსულტაციები.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა კვლავ მაღალია –
კვირას, 28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად
დღეიდან, 22 ივნისიდან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სრული
ხარაგაულში ავტორიზებული სკოლების რიცხვს ბორითის საჯარო სკოლა შეემატა, – სკოლამ ცხრაწლიანი