საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გზების სარეაბილიტაციოდ, მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის N1955 განკარგულებით, მუნიციპალიტეტებს 387 859 719 ლარი გამოეყო; მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტს – 6 119 072 ლარი. ეს თანხა განსაზღვრულია 39 პროექტის განსახორციელებლად.
15 იანვრის მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა, მშენებელი ორგანიზაციების გამოსავლენად, უკვე გამოაცხადა ტენდერები 17 პროექტის განსახორციელებლად. მათ შორის:
22 იანვარს მთავრდება წინადადებების მიღება, დაინტერესებული მშენებელი ორგანიზაციებისგან, შემდეგი პროექტებისთვის:
- ლახუნდარაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ტენდერით განსაზღვრული თანხა 261 971 ლარი);
- კიცხში ავალიშვილების უბნის გზის რეაბილიტაცია (ტენდერით განსაზღვრული თანხა 160 231 ლარი);
- წყალაფორეთში ბუდიანეთის უბნის გზის რეაბილიტაცია (ტენდერით განსაზღვრული თანხა 211 211 ლარი);
- დეისში კაპანაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია (ტენდერით განსაზღვრული თანხა 194 398 ლარი).
28 იანვარს მთავრდება წინადადებების მიღება შემდეგი პროექტებისთვის:
- ხევში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ტენდერით განსაზღვრული თანხა 261 930 ლარი);
- წაქვაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ტენდერით განსაზღვრული თანხა 247 772 ლარი).
31 იანვარს მთავრდება წინადადებების მიღება შემდეგი პროექტებისთვის:
- ფარცხნალში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ტენდერით განსაზღვრული თანხა 329 587 ლარი);
- ბაზალეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ტენდერით განსაზღვრული თანხა 345 515 ლარი);
- ღორეშაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ტენდერით განსაზღვრული თანხა 456 310 ლარი);
- ბორითში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ტენდერით განსაზღვრული თანხა 751 438 ლარი).
4 თებერვალს მთავრდება წინადადებების მიღება შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
- ლეღვანში მე-14 და მე-15 ქუჩების (ბურჯანაძეების და ვეფხვაძეების უბანი) გზების რეაბილიტაცია (ტენდერით განსაზღვრული თანხა 385 511 ლარი);
- საბეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ტენდერით განსაზღვრული თანხა 373 419 ლარი);
- ხემაღალში გზის რეაბილიტაცია (ტენდერით განსაზღვრული თანხა 439 149 ლარი);
- ვერტყვიჭალაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ტენდერით განსაზღვრული თანხა 320 665 ლარი).
5 თებერვალს მთავრდება წინადადებების მიღება შემდეგი გზების აღსადგენად:
- ვახანში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ტენდერით განსაზღვრული თანხა – 683 922 ლარი);
- ბორში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ტენდერით განსაზღვრული თანხა 384 946 ლარი);
- მარელისში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ტენდერით განსაზღვრული თანხა 766 211 ლარი).
ტენდერების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია პერიოდულად გაცნობებთ.