

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის
პირველადი ვერსია წარუდგინა.
2025 წლიდან საქართველოში 70 წელს ზემოთ მოსახლეობის პენსიები მინიმუმ 450 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს განმარტებით ბარათშია მოცემული, რომელიც 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ახლავს.
განმარტებითი ბარათის თანახმად, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად დაფინანსება გაზრდილია 870,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია:
განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ „წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი არის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. მომდევნო 3 თვის განმავლობაში, ერთის მხრივ, განხორციელდება მაკროეკონომიკური დინამიკის ანალიზი, აქტიური კონსულტაციები გაიმართება ახალარჩეულ პარლამენტთან და შესაბამისად მოხდება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირება“.
„თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში ხარაგაულში ჭიათურის სახელმწიფო
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები და ოჯახები ხარაგაულს, – ამ შეკითხვაზე
ხარაგაულში 29 მაისს მევიოლინე ვიტალი (იმერელი) სამხარაძის
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში
22 წლის დავით ბლიაძე ნარკოტიკის