

9 ივლისს თბილისში ევროკავშირის გაფართოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია“. მან დასძინა, რომ „ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს“.
ჰერჩინსკიმ ასევე განაცხადა, რომ 2024 წლისთვის ევროკავშირმა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერა შეაჩერა. მან დაურთო, რომ „სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც“.
„დასანანია იმის ნახვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როდესაც შეიძლებოდა, რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე ყოფილიყო“, – დასკვნის სახით აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.