
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ევროკავშირისა და გოეთეს ინსტიტუტის დაფინანსებით პროექტის – „შემოქმედებითი კომპასი საქართველოში“ განხორციელება იგეგმება. ამ პროექტის ფარგლებში გრანტის სახით მუნიციპალიტეტი 5 ათას ევროს მიიღებს.
მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი გივი კურტანიძე ამბობს, რომ პროექტის თანახმად დაგეგმილია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, წლების განმავლობაში გამოუყენებელი კულტურული, შემოქმედებითი და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის აღრიცხვა.
სამომავლოდ, ხარაგაულის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ამ შენობებით ინვესტორები უნდა დააინტერესოს, რომ აღდგენილ ინფრასტრუქტურას ფუნქციონალური დატვირთა მიეცეს.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება