

ლიზა ბარბაქაძე თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დამამთავრებელი კურსის სტუდენტია და ევროატლანტიკურ კონცენტრაციაზე ფრანგული მიმართულებით სწავლობს.
ამჟამად კი პოლიტიკურ იდეოლოგიებს ასწავლის თავისუფალი უნივერსიტეტის დიპლომატიის სკოლაში.
ლიზა ბარბაქაძემ „მითების დეტექტორის ლაბორატორიის“ საკონკურსო მულტიმედია ნაშრომი ადრეული ქორწინების პრობლემის მედიაგაშუქების შესახებ მოამზადა.
ლიზას ნამუშევარმა კონკურსში პირველი ადგილი დაიმსახურა. ლიზა ლეპტოპით დაჯილდოვდა.
კონკურსი დოიჩე ველე აკადემიისა (DWA) და მედიის განვითარების ფონდის (MDF) ერთობლივი მედიაწიგნიერების პროგრამა – „მითების დეტექტორის ლაბორატორია“ ფარგლებში გაიმართა.
2023 წლიდან ეს პროგრამა რეგიონული გახდა და ქართველ სტუდენტებთან ერთად სომეხ, აზერბაიჯანელ და უკრაინელ ახალგაზრდებს აერთიანებს.
მედიის განვითარების ფონდი, უკვე მეშვიდე წელია, წარმატებით ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც მედიაწიგნიერების კურსი უკვე 282-მა ახალგაზრდამ გაიარა.
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
მეშვიდე წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის,
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა