

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი 7-8 სექტემბერს საქართველოს ეწვევა.
ქვეყანაში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ამ თანამდებობაზე ყოფნისას ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლის განხილვისა და უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასთან და რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა გაცვლის შესაძლებლობას შექმნის.
ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში ბ-ნი ბორელი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში შესული ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დისკუსიებში მიიღოს მონაწილეობა.
უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტის დროს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის 15 წლისთავს აღნიშნავს, რაც საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ ევროკავშირის ერთგულებას ასახავს. ბ-ნი ბორელი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
ინგლისურენოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
„თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში ხარაგაულში ჭიათურის სახელმწიფო
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები და ოჯახები ხარაგაულს, – ამ შეკითხვაზე
ხარაგაულში 29 მაისს მევიოლინე ვიტალი (იმერელი) სამხარაძის
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში
22 წლის დავით ბლიაძე ნარკოტიკის