

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ 21 საბავშვო ბაღსა და მარელისის სასკოლო მზაობის ჯგუფში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 18 სექტემბერს განახლდება.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი თამარ ლაცაბიძე ამბობს, რომ აღსაზრდელთა რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და, შესაძლოა, მათი რაოდენობა გაიზარდოს.
სკოლამდელ დაწესებულება გაერთიანებაში ამჟამად 470 აღსაზრდელია დარეგისტრირებული. გასულ წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში 523 აღსაზრდელი სწავლობდა. აღსაზრდელების სწავლის პროცესზე (ადმინისტრაციის ჩათვლით) 270 თანამშრომელი ზრუნავს.
„აღსაზრდელთა კონტინგენტის შემცირება, სავარაუდოდ, მიგრაციითა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შობადობის კლებითაა განპირობებული,“ – ამბობს თამარ ლაცაბიძე.
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
მეშვიდე წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის,
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა