

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება.
10:00 საათზე სოფელ ვახანში დოღი გაიმართება;
13:00 საათზე დაიწყება მსვლელობა ჩხერის ციხეზე;
14:00 საათზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მერაბ კოსტავას დაღუპვის ადგილზე, სოფელ ბორითში, აღმართულ მემორიალს ყვავილებით შეამკობენ;
17:00 საათზე ხარაგაულის კინოთეატრში ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
ვახანში დოღის გამართვის ტრადიცია ექვსი წლის წინ ვახანელი ლაშა ღონღაძის ინიციატივით დამკვიდრდა, ხოლო დამოუკიდებლობის დღის ჩხერის ციხეზე აღნიშვნას საფუძველი 2022 წლის 26 მაისს ჩაეყარა.
ფოტოზე: ჯვრისა და დროშის აღმართვის ღონისძიება ჩხერის ციხეზე, 2022 წლის 26 მაისი
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ