

ბორითის კლინიკაში 11 აპრილს 12 :00 სთ-დან უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება.
აქციაზე რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ბორითის კლინიკის აღმასრულებელი მენეჯერი დიმიტრი კოჩაძე გიწვევთ.
კონსულტაციას ჩაატარებენ რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულების გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები:
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რაიონიდან გაუსვლელად, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ბორითის კლინიკაში მიიღოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების უფასო კონსულტაცია, საჭიროებისამებრ ადგილზე ჩაიტაროთ საჭირო დამატებით კვლევა (ელექტროკარდიოგრამა, ექოსკოპია). ბენეფიციარის გასინჯვის და დიაგნოსტიკის შემდეგ ადგილზე მოხდება სამკურნალო-პრევენციული ღონისძიებების შერჩევა და დაგეგმარება.
ბორითის სამედიცინო ცენტრი მადლობას უხდის შპს „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორს ბატონ – გიორგი აბაიაძეს, შპს „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დირექტორს ქალბატონ ნანა მგალობლიშვილს და მოწვეულ სპეციალისტებს გაწეული დახმარებისთვის.
დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით ტელეფონით – 577 480 018.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, პოლონეთში,