
გედსამანიიდან უბისამდე მგზავრთა ტრანსპორტირებას ტენდერში გამარჯვებული ი/მ „თეიმურაზ ტაბატაძე“ 17 ადგილიანი მიკროავტობუსით უზრუნველყოფს.
ეს მუნიციპალური ტრანსპორტი გედსამანიიდან ხუნევის გავლით სოფელ ხევამდე და ხევიდან ახალი ავტობანის გავლით ვერტყვიჭალამდე; შემდეგ – ვერტყვილის, საქასრიის, ბორითისა და მაქათუბნის გავლით – უბისამდე და უკან სოფელ გედსამანიამდე იმოძრავებს.
მიკროავტობუსი მგზავრებს მოემსახურება კვირაში ხუთი დღე, – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით და დღეში შეასრულებს ორ სვლაგეზს:
გედსამანიიდან გასვლა – 07:30 სთ.; უბისიდან გამოსვლა – 08:30 სთ;
გედსამანიიდან გასვლა – 14:00 სთ.; უბისიდან გამოსვლა – 15:00 სთ.
მგზავრობის ღირებულება ამ მარშრუტებზე ერთი ლარია. მგზავრთა ტრანსპორტით მომსახურება 10 აპრილიდან დაიწყება.
გედსამანია-უბისის მონაკვეთზე ტრანსპორტის დანიშვნის აუცილებლობა რიკოთის ავტობანის რამდენიმე გვირაბის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ დადგა, რადგან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები – ვერტყვიჭალა, ხუნევი, გედსამანია, ბჟინევი და ვერტყვილა ავტობანის მიღმა დარჩა და ფაქტობრივად გარესამყაროს მოწყდა.
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ