

ხუნევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობისთვის 8 აპრილს უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება.
8 აპრილს, 10:00 საათიდან, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ ჯეო ჰოსპიტალსის ზესტაფონისა და ქუთაისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმები; კერძოდ – ქირურგი, გინეკოლოგი, ექოსკოპისტი, უროლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი.
სამედიცინო შემოწმების მსურველ ხუნევის თემის სოფლების მოქალაქეებს მიკროავტობუსი უფასოდ მოემსახურება. ეს სამედიცინო აქცია ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით იმართება და, სავარაუდოდ, სხვა სოფლებშიც გაგრძელდება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის, ვარძიის, ხევის, ლეღვანის,
18 ნოემბერი სექსუალური ექსპლუატაციისა და
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული
ხარაგაულში მცხოვრები მარინა გოგია, ერთ-ერთია