

„ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციის გამართვას აპირებს.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირველი კონფერენცია 28 მარტს, ბათუმში ჩატარდება.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრებს შეხვდებიან.
კონფერენციის მონაწილეები აირჩევენ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ბიუროს წევრებს.
29 და 30 მარტს პარტიული კონფერენციები გაიმართება ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში.
ფოტოზე – „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია ხარაგაულში, 2018 წ.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.