
მომხმარებლებისთვის სერვისების მისაწვდომობის გამარტივების მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდების და განაწილების სექტორში მომსახურების მიღებაზე განაცხადების ჩაბარება, გარდა ენერგოკომპანიების მომსახურების ცენტრებისა, შესაძლებელია იუსტიციის სახლებში მთელი საქართველოს მასშტაბით.
იმ მოქალაქეებს, ვისაც აბონენტის დასახელების შესაცვლელად, დავალიანების ან დარიცხული თანხის გადასამოწმებლად, აბონენტის ამონაწერის მისაღებად, სოციალური სტატუსის შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად, მრიცხველის შესამოწმებლად, ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენის ან შეწყვეტის, ძაბვის ხარისხის შესამოწმებლად განცხადების დაწერა ენერგოკომპანიის ოფისებში უწევდათ, ამიერიდან შეუძლიათ უახლოეს იუსტიციის სახლს მიმართონ და ადგილზე შეავსებინებენ შესაბამის განაცხადის ფორმას.
მომხმარებლის მიერ იუსტიციის სახლში შეტანილი ან შევსებული განცხადება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, უმოკლეს ვადაში გადაეცემა ენერგოკომპანიებს, რის შემდეგაც განმცხადებლები ტელეფონზე შეტყობინების სახით მიიღებენ მათი განაცხადის რეგისტრაციის ნომერს და შემდგომში, ინფორმაციას რეაგირების შესახებ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ:
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელი ხაზის ნომერზე 0322471707 ან ელექტრონულ მისამართზე: info@energo-pro.ge
სს „ეპ ჯორჯია მიწოდებას“ ცხელი ხაზის ნომერზე 0322472277 ან ელექტრონულ მისამართზე: info@epgeorgiasupply.ge
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი – 2025-2026 სასწავლო
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან